- ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები
- 2000 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მჭიდროდ თნამაშრომლობს მოძრაობა ,,ფათჰთან“, რომელსაც თავად იასირ არაფატი უდგას სათავეში. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა სიაში 2002 წელს შეიყვანა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კამიკაძე ტერორისტის მიერ იერუსალიმში განხორციელებული ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ ისლამისტურ მოძრაობას არ მიეკუთვნება. დაჯგუფებამ მოქმედება 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პალესტინურმა ინტიფადამ აიღო სტარტი. ორგანიზაცია ნაციონალისტურ პრინციპებზეა დაფუძნებლი. თუმცა ხშირად, ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ მჭიდროდ თანამშრომლობს ,,ჰამასთან“ და ,,ისლამურ ჯიჰადთან“ და მათთან ერთად გეგმავს ამა თუ იმ ტერაქტის განხორციელებას. არსებობს ეჭვი, რომ ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების“ საქმნაობას თავად იასირ არაფატი აკონტროლებს, თუმცა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი ამას კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანხმად არაფატის ბრძანებით ,,ალ-აქსას ბრიგადებმა“ 20 ათასი აშშ დოლარი მიიღო.Source: ღირსიაშვილი ლ.ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა //ახალი აზრი №2 (8),– 2003,– ივნისი
Georgian encyclopedia. 2013.